16 ივნისი 2015
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოადგილეს ბორის იაროშევიჩს შეხვდა. ქეთევან ციხელაშვილმა და ბორის იაროშევიჩმა თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტები განიხილეს. ელჩის მოადგილემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ევროკაშირის მხარდაჭერა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობისა და კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის მიმართ.ბორის იაროშევიჩმა შეხვედრაზე მწუხარება გამოხატა თბილისში სტიქიის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო.