პაატა ზაქარეიშვილი მუსლიმებს წმინდა რამაზანის თვის დაწყებას ულოცავს.

16 ივნისი 2015

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი საქართველოს მუსლიმებს წმინდა რამაზანის თვის დაწყებას ულოცავს. "გულითადად გილოცავთ წმინდა რამაზანის თვის დაწყებას. ეს წმინდა თვე ყოფილიყოს თქვენთვის სიმშვიდის, წარმატებისა და კეთლდღეობის მომტანი. ისლამი ჩვენი სახელმწიფოს მრავალკონფესიური კულტურის განუყოფელი ნაწილია და ეს მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა. სახელმწიფო ზრუნავს, რომ ყოველ მოქალაქეს ჰქონდეს საკუთარი აღმსარებლობის ღირსეულად განხორციელების საშუალება", - აღნიშნავს სახელმწიფო მინისტრი.

წმინდა რამაზანის თვე დღეს დაიწყო და სამდღიანი რამაზანი ბაირამით დასრულდება.