სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, რომის პაპის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში ვატიკანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

25 აპრილი 2025
სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, რომის პაპის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში ვატიკანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
 
თეა ახვლედიანმა საქართველოში ვატიკანის ელჩს ანტე იოზიჩს თანაგრძნობა გამოუცხადა და ღრმა მწუხარება გამოთქვა რომის პაპის ფრანცისკეს გარდაცვალების გამო.