ლია გიგაური საიათნოვასადმი მიძღვნილ „ვარდატონის

20 მაისი 2025
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლია გიგაური საიათნოვასადმი მიძღვნილ „ვარდატონის" ტრადიციულ დღესასწაულს დაესწრო, რომელიც ვახტანგ გორგასლის სახელობის მოედანზე გაიმართა.
 
სომეხი აშუღი პოეტისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეკრებილ დამსწრე აუდიტორიას სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველოს მრავალეთნიკური და მულტიკულტურული საზოგადოების ჰარმონიული და ტოლერანტული თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს, რომელიც ერთმანეთის მიმღებლობასა და თანასწორობის პრინციპებზეა დაფუძნებული.
 
„სიმბოლურია, პოეტისა და მომღერლის, საიათნოვას ხსოვნისადმი მიძღვნილი სახალხო დღესასწაულის „ვარდატონის“ ტრადიციულად ძველ თბილისში აღნიშვნა, სადაც ყველაზე კარგად იგრძნობა ჩვენი ქვეყნის საზოგადოების ტოლერანტობა კულტურული და ეთნიკური მრავალფეროვნების მიმართ და ეს დღესასწაული ყოველწლიურად შეგვახსენებს, რომ ის ღირებულებები, რასაც საიათნოვა უმღეროდა - მეგობრობა და სიყვარული, ურთიერთთანადგომა და დაფასება, დღესაც აქტუალურია. ჩვენი ვალია ამ ღირებულებებს მოვუფრთხილდეთ და მომავალ თაობებს გადავცეთ. ქართველ და სომეხ ხალხებს შორის მეგობრობის სიმბოლოდ აღიარებული დიდი აშუღის - საიათნოვას შემოქმედებაში გაჟღერებული იდეები, არის სწორედ ჩვენი პოლიტიკის საფუძველი, რაც უკავშირდება საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობების კულტურის დაცვას, წარმოჩენასა და პოპულარიზაციას, ისევე როგორც კულტურათაშორისი დიალოგის ხელშეწყობასა და ჩვენი საერთო მემკვიდრეობის და ურთიერთობების შემდგომ გაძლიერებას,“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ.
 
„ვარდატონის“ მონაწილეებმა საიათნოვას ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი საფლავი ვარდებით შეამკეს. ღონისძიებას, რომელიც თბილისში 1914 წლიდან აღინიშნება, ესწრებოდნენ როგორც აღმასრულებელი და საკანონმდებლო, ასევე ადგილობრივი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
 
ღონისძიება თბილისის საკრებულოს, თბილისის მერიის, ააიპ „ქართველ სომეხთა" კავშირის, საქართველოში სომხეთის საელჩოს და სომხეთის განათლების, მეცნიერების, სპორტის და კულტურის სამინისტროს, საქართველოს სომხურ ეპარქიასთან მოქმედი კულტურული ცენტრებისა და თბილისის პეტროს ადამიანის სომხური დრამატული თეატრის მხარდაჭერით