საზეიმოდ აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ახალქალაქსა და მარნეულში

26 მაისი 2025
საზეიმოდ აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ახალქალაქსა და მარნეულში.
 
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოეწყო მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები, სპორტული აქტივობები, კონკურსები, საბავშვო სპექტაკლები და ადგილობრივი შემსრულებლების, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტები. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების კულმინაციისას 17:10 წუთზე ქალაქებში საქართველოს ჰიმნი საზეიმოდ შესრულდა.
 
პერფორმანსების თანხლებით ჰაერში ათასობით ჰელიუმის ბუშტი გაუშვეს. 26 მაისის აღნიშვნა გალა კონცერტით დასრულდა, სადაც სახელმწიფო ჰიმნთან ერთად, ყველასთვის ნაცნობი კომპოზიციები შეასრულეს ანსამბლებმა და ჯგუფებმა: გორდელა, მარგალიტი, მძლევარი, ქვევრი, თიკა ჯამბურია და ირინა ბაირამაშვილი, ლეონი, ქუჩის მუსიკოსები და ფორტე.