მარნეულში შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. ადგილობრივ საზოგადოებას დოკუმენტი სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებმა თინათინ ღოღელიანმა, ზვიად ზვიადაძემ და ზაურ დარგალმა წარუდგინეს
განხილული იყო კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის პროექტების მიმართულებები: კანონის უზენაესობა, განათლება და სახელმწიფო ენა, მედია და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, პოლიტიკუირ ინტეგრაცია და სამოქალაქო მონაწილეობა, სოციალური და რეგიონალური ინტეგრაცია, კულტურა და თვითმყოფადობის შენარჩუნება. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, ჟვანიას სახელობის სკოლის წარმომადგენლები, ასევე სკოლების პედაგოგები, დირექტორები, სტუდენტები. ისინი უმთავრესად განათლებისა და სახელმწიფო ენის სწავლების საკითხებით დაინტერესდნენ.
შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტების პრეზენტაცია ხვალ ახალქალაქში გაიმართება.