სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლია გიგაური ახალქალაქში ღვაწლმოსილი პედაგოგების დააჯილდოების ცერემონიას დაესწრო
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილე ლია გიგაურმა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანთან და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ ზაალ გელაშვილთან ერთად, ახალქალაქში ღვაწლმოსილი პედაგოგების დააჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და გამარჯვებულ პედაგოგებს მრავალწლიანი წარმატებული პედაგოგიური საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
ლია გიგაურის განცხადებით, ღონისძიება მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციაზე, პედაგოგების მხარდაჭერასა და წახალისებაზე, მათი ღვაწლის დაფასებაზეა მიმართული, რაც განსაკუთრებული დატვირთვის მქონეა ეთნიკური მრავალფეროვნებით გამორჩეულ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს მასწავლებელთა მოტივაციის ზრდას, რეგიონში განათლების ხარისხის შემდგომ გაუმჯობესებას და მომავალი თაობებისთვის, როგორც პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ყველა რეგიონში 10 ოქტომბრის ჩათვლით იმართება.