რეგიონებში შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კონცეფციის პროექტის პრეზენტაცია გრძელდება

1 ივლისი 2015

ახალქალაქში შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. დოკუმენტი სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებმა თინათინ ღოღელიანმა და ზვიად ზვიადაძემ წარადგინეს.
განხილული იყო კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის პროექტების მიმართულებები: კანონის უზენაესობა, განათლება და სახელმწიფო ენა, მედია და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, პოლიტიკუირ ინტეგრაცია და სამოქალაქო მონაწილეობა, სოციალური და რეგიონალური ინტეგრაცია, კულტურა და თვითმყოფადობის შენარჩუნება. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ახალქალაქისა და ნინოწმინდის არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, წარმომადგენლები, ასევე პედაგოგები, სტუდენტები.