თეა ახვლედიანმა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარის (UNHCR) რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელთან ფილიპ ლეკლერკთან შეხვედრა გამართა

22 ოქტომბერი 2025
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარის (UNHCR) რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელთან ფილიპ ლეკლერკთან შეხვედრა გამართა.
 
სახელმწიფო მინისტრმა მადლიერება გამოხატა გაერო-ს მიერ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) როლისა და ჩართულობის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში.
 
შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე ვითარება. ამ კონტექსტში, ფილიპ ლეკლერკმა ხაზგასმით აღნიშნა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ჩართულობის მნიშვნელობა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერის კუთხით.
 
სახელმწიფო მინისტრმა სტუმარს გააცნო შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში მიღწეული პროგრესი და სამომავლო ხედვები, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგისა და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად.
 
გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელმა მხარდაჭერა გამოხატა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის მიმართ და სამომავლო თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა.