უდიდესი გულისტკივილით და მწუხარებით ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, ჩვენი სულიერი წინამძღვრის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო.
მჯერა, რომ მისი უწმინდესობის აღსრულება უსაზღვრო ტკივილია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისა და მისი მოქალაქეებისთვის, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთ ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც წილად ხვდა მასთან შეხებისა და ურთიერთობის პატივი. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სიწმინდე, უდიდესი სიბრძნე და მრავალმხრივი ნიჭიერება, თითოეულ ადამიანს ანიჭებდა სიმშვიდეს და სულიერ ამაღლებას, განუმტკიცებდა რწმენას, უსახავდა იმედსა და სიხარულს.
ათწლეულების განმავლობაში, ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებების განმტკიცებით, სამშობლოს ერთგულებით, გაძლიერებითა და ერთიანობის სულისკვეთებით, სათნოებისა და სიყვარულის გავრცელებით, ჩვენმა პატრიარქმა დაგვიტოვა ფასეულობათა იმგვარი მემკვიდრეობა, რაც, მჯერა, საუკუნოდ დამკვიდრდება არა მხოლოდ მისი უწმინდესობის თანამედროვე საზოგადოების, არამედ მომავალი თაობების ცნობიერებაში.
თეა ახვლედიანი
სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და
სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში