შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 23 წლისთავთან დაკავშირებით გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. "ეს არის უმძიმესი დღე როგორც ქართველებისთვის, ისე აფხაზებისთვის და პატივს მივაგებთ ყველა დაღუპულის ხსოვნას. ამ ომით მიზანს ვერ მიაღწია ვერც აფხაზურმა საზოგადოებამ და ვერც ქართულმა სახელმწიფომ. ასეთ დღეებში ყველა უნდა დავფიქრდეთ, რამდენად არის ომი მიზნის მიღწევის გარანტირებული საშუალება", - განაცხადა პაატა ზაქარეიიშვილმა.