სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძესთან ერთად, კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

22 მაისი 2026
სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძესთან ერთად, კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
 
სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძესთან ერთად დაესწრო კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას - „გვაქვს უთვალავი ფერითა“, რომელიც კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.
 
ღონისძიება საქართველოს მდიდარი ეთნიკური, ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენას მიეძღვნა. საღამოს ფარგლებში წარმოდგენილი იყო სცენები თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური დრამატული თეატრისა და ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლებიდან, ასევე სხვადასხვა ეთნიკური და კულტურული მოტივების მიხედვით შესრულდა მუსიკალური, ვოკალური და ქორეოგრაფიული ნომრები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოში სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელთა მრავალსაუკუნოვან თანაცხოვრებაზე, ურთიერთპატივისცემასა და იმ გარემოზე, რაც ქვეყნის მდიდარ და მრავალფეროვან კულტურულ მემკვიდრეობას წარმოაჩენს.
 
ღონისძიებას ესწრებოდნენ პარლამენტის, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები.
კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღე 2002 წლიდან აღინიშნება და ეფუძნება UNESCO-ს კულტურული მრავალფეროვნების შესახებ უნივერსალურ დეკლარაციას. ეს დღე ხაზს უსვამს კულტურათაშორისი დიალოგის მნიშვნელობას მშვიდობის, თანასწორობის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობის პროცესში