მარნეულში ევროინტეგრაციის თემაზე ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა

28 მაისი 2015

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, მარნეულში ევროინტეგრაციის თემაზე ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა. უფროსკლასელებსა და სტუდენტებს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები ზაურ დარგალი და ზვიად ზვიადაძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი შეხვდნენ.

მათ ახალგაზრდებს ევროინტეგრაციის პროცესისა და მნიშვნელობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

არჩილ ყარაულაშვილმა ისაუბრა ევროინტეგრაციის მოსალოდნელ შედეგებსა და სარგებელზე ეკონომიკისა და უსაფრთხოების მიმართულებით, ასევე, ვიზალიბერალიზაციის თემაზე.

შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. შეხვედრას ახალგაზრდებთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ანალოგიური შეხვედრა 29 მაისს ახალქალაქში გაიმართება.