ევროინტეგრაციის თემაზე რეგიონებში შეხვედრები გრძელდება

30 მაისი 2015

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, ევროინტეგრაციის თემაზე რეგიონებში შეხვედრები გრძელდება. ამჯერად შეხვედრა ახალქალაქში გაიმართა. შეხვედრაში ადგილობრივ ახალგაზრდები, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელმა თინათინ ღოღელიანმა გახსნა. მან აღნიშნა, რომ მსგავს შეხვედრებში ახალგაზრდების მონაწილეობას და ევროინტეგრაციის შესახებ მათ ინფორმირებულობას დიდი მნიშვნელობა აქვს.

ევრონტეგრაციის პროცესის და მოსალოდნელი სარგებლის შესახებ ისაუბრა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელმა ალექსანდრე ჯიშკარიანმა. მან ახალგაზრდებს მიაწოდა ინფორმაცია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციისა და ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ. ახალგაზრდები დაინტერესდნენ ევროინტეგრაციის პროცესის ფარგლებში ევროკავშირისა და საქართველოს ვალდებულებებით.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკიტხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები არტუშ მელკიოანი და ზვიად ზვიადაძე.

შეხვედრა სახალხო დამცველის რეგიონულ ოფისში გაიმართა.