ქეთევან ციხელაშვილი კონფერენციაზე შეიარაღებული კონფლიქტები და გარემო სიტყვით გამოვიდა

1 ივნისი 2015

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ქეთევან ციხელაშვილი კონფერენციაზე მან შეიარაღებული კონფლიქტის ტერიტორიაზე გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, ეს საკითხი მხარეებისთვის თანაბრად მნიშვნელოვანი უნდა იყოს.

ეს არის პოლიტიკური და სამართლებრივი საკითხი. სახელმწიფომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე უნდა იზრუნოს გარემოს დაცვაზე, რაც საერთაშორისო კონვენციებითა და ხელშეკრულებებით არის გათვალისწინებული. ჩვენს ინტერესებშია, გარემოს მავნე ზემოქმედებისგან დაცული იყოს მოსახლეობა გამყოფი ხაზის ორივე მხარეს. გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხები არ სცნობს მავთულხლართებს და სხვა ხელოვნურ ბარიერებს. გამყოფი ხაზების მიღმა, სამწუხაროდ, ხორციელდება გარკვეული ქმედებები, რომლებიც აზიანებს გარემოს და ეს არ შედის ქართული, აფხაზური თუ ოსური მხარის ინტერსებში. ამიტომ ეს საფრთხეები თანაბრად მნიშვნელოვანია ყველა მხარისთვის და გარემოს დაცვა საერთო ინტერესებში უნდა შედიოდეს. ამ საკითხებზე ვსაუბრობთ პარტნიორებთან და ისინი იზიარებენ ამ მიდგომას. იმედი გვაქვს, რომ გარემოს დაცვა სამშვიდობო პროცესში და მოლაპარაკებებზე მნიშვნელოვანი რესურსი და სამშვიდობო თემა იქნება, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

საერთაშორისო კონფერენცია შეიარაღებული კონფლიქტები და გარემო საქართველოს პარლამენტის კინოდარბაზში დღეს გაიხსნა. კონფერენციაში გარემოს დამცველები, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და ექსპერტები მონაწილეობენ.