ქეთევან ციხელაშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

1 ივნისი 2015

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემდიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.</p><p>ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ შეხვედრაზე ოკუპირებულ ტერიტორიებსა და გამყოფი ხაზის მიმდებარედ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე მიაწოდა ინფორმაცია. ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საკმაოდ რთული ვითარებაა როგორც უშუალოდ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ისე გამყოფი ხაზის მიმდებარედ. მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს ისიც, რომ არ არსებობს გამყოფი ხაზების მიღმა ვითარების მონიტორინგისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმი. გამყოფ ხაზებზე შექმნილი შეზღუდვები მოსახლეობას მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის გადაადგილების თავისუფლებაში, სამედიცინო მომსახურების მიღებაში.

მავთულხლართები და ხელოვნური ბარიერები მიმართულია გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის წინააღმდეგ, რადგან ხაზის გადაკვეთის გამო დაკავებულთა დიდი ნაწილი სწორედ ხაზის მეორე მხარეს მცხოვრები ადამიანები არიან. ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანია ყველა ეთნიკური წარმოშობის ადამიანის უფლებათა დაცვა, თუმცა, სწორედ ეთნიკური ქართველებით დასახლებული რაიონებია ყველაზე მეტად მოწყვლადი, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მან შეხვედრის მონაწილეებს გამყოფ ხაზებზე არსებული ვათარების ამსახველი ვიზუალური მასალაც წარუდგინა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა დიპლომატიურ კორპუსს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა შესახებ კვარტალური ანგარიში წარუდგინა.