სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი - 55-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე 30 აპრილიდან 24 მაისამდე მომხდარი ინციდენტები განიხილეს. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს ბოლო დღეების განმავლობაში გამყოფი ხაზის მიმდებარედ დაკავებული მოქალაქეების მხარეებმა განიხილეს მავთულხლართების გავლების შედეგად მოსახლეობისთვის შექმნილი პრობლემები, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების გრიშა ნალბანდოვის და რომან შიტიკოვის, ასევე ახალგორის მკვიდრის დავით ბაშარულის ცხედრის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის ოჯახის წევრებისთვის გადაცემის საკითხები. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი 56-ე შეხვედრა 24 ივნისს გაიმართება. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში ქართულ მხარეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტის აპარატი და შინაგან საქმეთასამინისტრო წარმოადგენენ.