„ახალგაზრდა ლიდერთა კლუბის“ მონაწილეები შსს-ს აკადემიას ესტუმრნენ

11 ივნისი 2015
პროექტის "ახალგაზრდა ლიდერთა კლუბის" მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას ესტუმრნენ. მათ აკადემიის სასწვლო პროცესი და ინფრასტრუქტურა გააცნეს. კერძოდ, საბაკალავრო პროგრამა სტუდენტებს პროფესიული მომზადების სამმართველოს უბნის ინსპექტორთა ფაკულტეტის უფროსმა მამუკა ქოიავამ გააცნო. პროექტის მონაწილეებმა აკადემიის აუდიტორიები, სპორტული დარბაზი და კომპიუტერული ცენტრი დაათვალიერეს. პროექტი "ახალგაზრდა ლიდერთა კლუბი" შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით მიმდინარეობს. პროექტს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამის ერთ-ერთი მიმართულების "საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდების განვითარების აკადემია" ახორციელებს. პროექტი 3 თვიანია და მასში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი 40 ახალგაზრდა, მათ შორის "1 4" პროგრამით ჩარიცხული სტუდენტები მონაწილეობენ. პროექტის ფარგლებში დაგეგემილია ლექცია-სემინარები და შეხვედრები მთავრობის წევრებთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.