პაატა ზაქარეიშვილი საქართველოს მუსლიმ მოსახლეობას რამაზანის დამთავრების წმინდა დღესასწაულს - "იდ-ალ ფიტრს" ულოცავს.

17 ივლისი 2015
"მსურს ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს სულითა და გულით მივულოცო ისლამური სამყაროს ეს უდიდესი დღესასწაული, ვუსურვო მათ მშვიდობა, ბედნიერება და კეთილდღეობა. საქართველოს მუსლიმი საზოგადოება არის ჩვენი სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილი და ერთიანი, ძლიერი და თავისუფალი საქართველოს გარანტი. გულითადად ვუერთდები ყოველი მუსლიმის სადღესასწაულო განწყობას და მწამს, რომ ჩვენს მრავალკონფესიური ტრადიციების ქვეყანაში, სხვადასხვა აღმსარებლობის მოქალაქეები ერთად ვიქნებით ყველა გასაჭირსა თუ ლხინში და ერთად ავაშენებთ ბედნიერ მომავალს" - აღნიშნულია მილოცვაში.
გადმოცემის თანახმად, ალლაჰმა სწორედ ამ თვეში შთააგონა მუჰამედს შუამავლისა და მოციქულის მისია და ყურანის პირველი გამოცხადებაც მოევლინა ისლამურ სამყაროს.