შეხვედრაზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობა, მათ შორის ბოლო რაუნდის საკითხები და შედეგები განიხილეს.
"არასამთავრობო სექტორთან მუშაობა ყოველთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია. ამ სექტორის წარმომადგენლებს გავუზიარეთ ის გამოცდილება, რომელიც 32 რაუნდის განმავლობაში დაგროვდა. ჟენევის დისკუსიები რჩება საქართველოსთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფორმატად, განსაკუთრებით ამ ფორმატის ქართულ-რუსული კონტექსტის გამო. ეს საკმაოდ რთული ფორმატია, მაგრამ იმედი გავქვს, რომ ქართული მხარის კონსტრუქციულობისა და საერთაშორისო საზოგადოების თანადგომის პირობებში, გადავჭრით იმ ამოცანებს, რომლებისთვისაც ჟენევის დისკუსიები თავდაპირველად შეიქმნა და ადგილზე უზრუნველყოფილი იქნება ჰუმანიტარული და უსაფრთხოების პირობები", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
შეხვედრა პროექტის "ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის" ფარგლებში გაიმართა