პაატა ზაქარეიშვილი „ამბასადორიალი 2015“-ზე სიტყვის წარსდგა

3 სექტემბერი 2015

პაატა ზაქარეიშვილმა გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და ახალ ფაქტორებზე.მან მიმოიხილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული ქმედებები, მათ შორის ბანერებისა და მავთულხლართების განთავსება, ამ ქმედებების სავარაუდო მიზანი და საქართველოს ხელისუფლების საპასუხო ნაბიჯები.

"დღემდე ვახერხებთ პროვოკაციების ლოკალიზაციას, უფრო მასშტაბური შესაძლო დესტაბილიზაციის აღკვეთას და კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილებას", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

მან ასევე, დეტალურად ისაუბრა გამყოფი ხაზების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე სახელმწიფოს მხრიდან რეაგირებაზე და განხორციელებულ პროგრამებზე.

სახელმწიფო მინისტრმა ელჩებს აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებში არსებულ განწყობებსა და ორმხრივი შეხვედრების ინიციატივებზეც მიაწოდა ინფორმაცია. მან ასევე, ისაუბრა კონფლიქტების მოგვარების პროცესში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და დღის წესრიგის, ვიზალიბერალიზაციის გამოყენების საჭიროებაზე და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებთათვის მოსალოდნელი სარგებელის ხელმისაწვდომობაზე.

"მნიშვნელოვანია, რომ საერთშორისო პარტნიორებთან მუშაობა ამ საკითხებზე მუდმივად ინფორმაციის მიწოდების, მათი ყურადღების და სასურველია ფინანსების ან სხვა ტიპის ჩართულობის მობილიზაციისთვის, ცხადია, არაღიარების ხაზის მკვეთრი ხაზის პარალელურად", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.