შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფიციალურმა ვებგვერდმა მუშაობა განაახლა
18 სექტემბერი 2015
ვებგვერდზე კიბერთავდასხმა 15 სექტემბერს განხორციელდა, რის შედეგადაც ვებგვერდი მიუწვდომელი გახდა.www.smr.gov.ge-ზე განთავსებული იყო ტერორისტული შინაარსის ტექსტი და ფოტოები. სახელმწიფო მინისტრის აპარატმა რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს მიმართა. ეს აპარატის ვებგვერდზე თავდასხმის უკვე მეორე შემთხვევაა. ანალოგიური შემთხვევა მიმდინარე წლის 18 აგვისტოსაც მოხდა.