ქეთევან ციხელაშვილი შვედეთის წარმომადგენლებს შეხვდა
2 ოქტომბერი 2015
ქეთევან ციხელაშვილმა და დელეგაციის წევრებმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის მნიშვნელობასა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდის წინ არსებულ მოლოდინებზე იმსჯელეს. ქეთევან ციხელაშვილმა შვედეთის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე, მათ შორის განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში. მან ისაუბრა კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების მიმართულებით საქართველოს მთავრობის ხედვასა და მიდგომებზე. „ხალხთა შორის კონტაქტები ნდობის მშენებლობის გზაა. საქართველოს მთავრობის მიზანია, შექმნას ცხოვრების ღირსეული პირობები ყველა მოქალაქისთვის, გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები, განავითაროს ქვეყანა ეკონომიკურად და შესთავაზოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ მოქალაქეებს ყველა სარგებელი. კონფლიქტების მოგვარების პროცესში დიდ როლს ასრულებენ ევროკავშირი და ევროკავშირის წევრი ქვეყნები. შვედეთს მნიშვნელოვანი როლი აქვს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერაში და გააჩნია დიდი კონტრიბუცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში. რაც შეეხება სადამკვირვებლო მისიას, მიგვაჩნია, რომ ის აუცილებლად უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. შეხვედრაზე კონფლიტების მოგვარების პროცესში შვედეთის მხარდაჭერის პერსპექტივებზე იმსჯელეს. ქეთევან ციხელაშვილმა შვედეთის წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.