ფოტოკონკურსი „ჩვენი მრავალფეროვანი სამშობლო“

16 ოქტომბერი 2015

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აცხადებს ფოტოკონკურსს: „ჩვენი მრავალფეროვანი სამშობლო“. ფოტონამუშევარი უნდა ასახავდეს საქართველოში სხვადასხვა ეთნიკური, რელიგიური ჯგუფის ცხოვრებას, ყოველდღიურობას, ტრადიციებს, თანაცხოვრებას.

ფოტოს ზომა არ უნდა აღემატებოდეს 10 მეგაბაიტს.

თითო კონკურსანტისგან შესაძლებელია 2 ფოტოს მიღება. კონკურსში მონაწილეობისთვის ფოტოების გამოგზავნის ბოლო ვადაა 6 ნოემბერი. გამოვლინდება 3 გამარჯვებული, მათგან ერთი აპარატის Facebook გვერდზე დაფიქსირებული მოწონებების საშუალებით, ორს კი კომპეტენტური ჟიური გამოავლენს. გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები. ასევე, მოეწყობა 13 საუკეთესო ფოტოს გამოფენა და ამავე ფოტოების გამოყენებით დაიბეჭდება 2016 წლის სამაგიდო და კედლის კალენდრები.

ფოტოკონკურსში მონაწილეობის მსრუველებმა ნამუშევრები უნდა გამოგზავნონ მისამართზე: press@smr.gov.ge

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 16 ნოემბერს აღინიშნება.