შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი გერმანიის საგარეო სამინისტროს სპეციალურ წარმომადგენელს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში ელჩ ანდრეა პეშკეს შეხვდა.
შეხვედრაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე გამყოფ ხაზებზე არსებული მდგომარეობა და კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით მიმდინარე პროცესები განიხილეს.
„განვიხილეთ კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების, ასევე ნდობის აღდგენის პერსპექტივები. მეგობარი სახელმწიფოების მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს ამ პროცესებში“ - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.