შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი საქართველოში იტალიის ელჩს ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
პაატა ზაქარეიშვილმა იტალიის ახალ ელჩს კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით საქართველოს მთავრობის ხევდა და პოლიტიკა გააცნო.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ჰქონდეთ ინფორმაცია იმ სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ, რომელსაც საქართველოს მთავრობა კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით ახორციელებს, ასევე იმ ვითარებაზე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზეა შექმნილი“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა. სახელმწიფო მინისტრმა ელჩთან შეხვედრაზე ასევე ისაუბრა სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით სახელმწიფო სტრატეგიაზე.