
სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი - 59-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე 58-ე შეხვედრის შემდეგ დაფიქსირებულ ინციდენტები და წინა შეხვედრებიდან მომდინარე საკითხები განიხილავს.
დღის წესრიგში იყო ასევე, ახალგორის მკვიდრის დავით ბაშარულის ცხედრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის საკითხი. აღნიშნული საკითხის განხილვისას
ქართულმა მხარემ ექსპერტიზის შედეგები ეჭვქვეშ დააყენა და შესაბამისი არგუმენტები დააფიქსირა.
დღევანდელ შეხვედრაზე ასევე, განიხილეს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების საკითხები, მავთულხლართების და სხვა ბარიერების გავლების შედეგად ადგილობრივებისთვის შექმნილი პრობლემები.
ერგნეთში მომდევნო - 60-ე შეხვედრა 26 ნოემბერს გაიმართება.