შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული მიმდინარეობს. კვირეული 9 ნოემბერს სტუდენტებთან სახელმწიფო მინისტრის შეხვედრით გაიხსნა. შეხვედრა თემაზე „სამოქალაქო ინტეგრაცია და ტოლერანტობა საქართველოში“ პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთკაში გაიმართა. ამავე შეხვედრაზე შედგა ტოლერანტობის თემაზე შექმნილი ვიდეორგოლის პრეზენტაცია.
კვირეულის ფარგლებში ლექცია-შეხვედრები გაიმართება რეგიონებშიც. 11, 12 და 13 ნოემბერს კახეთში, სამცხე ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ადგილობრივ სტუდენტებთან და უფროსკლასელებთან ლექციას თემაზე „სამოქალაქო ინტეგრაცია და ტოლერანტობა საქართველოში“ პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე წაიკითხავს.
კვირეული 14 ნოემბერს მულტიეთნიკური ფესტივალით „ერთი ცის ქვეშ“ გაგრძელდება, რომელიც ბოლნისში გაიმართება. ფესტივალში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას.
14 ნოემბერს კი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიღებას გამართავს, რომელზეც ეთნიკური უმცირესობების, არასამთარვობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იქნებიან მიწვეულნი. მიღებაზე გამოვლინდებიან ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ფოტოკონკურსის „ჩვენი მრავალფეროვანი სამშობლო“ გამარჯვებულები. მათ პრიზები და სიგელები გადაეცემათ.
ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 16 ნოემბერს აღინიშნება