შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი საქართველოში მცხოვრებ ებრაელებს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს.
“საქართველოში მცხოვრებ ებრაელებს სულითა და გულით ვულოცავ „ხანუქას“ წმინდა დღესასწაულს და ვუსურვებ მშვიდობას, ბედნიერებასა და წარმატებებს. მჯერა, ის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და თანაცხოვრება, რომელიც აკავშირებს ებრაელ და ქართველს ხალხებს, მომავალშიც გახდება ჩვენს ერებს შორის მტკიცე ურთიერთობების საწინდარი“ - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.
ხანუქა ტაძრის გაწმენდის, საკურთხევლის კურთხევისა და სატაძრო მსახურების განახლების აღსანიშნავად დაწესდა. ის რწმენის სიმტკიცისა და ტრადიციების განახლების სიმბოლოა.