ქრისტეშობის მილოცვა

25 დეკემბერი 2015
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც 25 დეკემბერს მაცხოვრის შობას აღნიშნავს, დღესასწაულს ულოცავს.
"ყველას, ვინც დღეს აღნიშნავს ქრისტეშობას, გულითადად ვულოცავ დღესასწაულს. გისურვებთ, რომ ეს ბრწყინვალე დღესასწაული თითოეული თქვენგანის ოჯახისათვის, ჩვენი ქვეყნისთვის ყოფილიყოს სიხარულის, ბედნიერების, წარმატებისა და კეთილდღეობის მომტანი", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.