შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს მაცხოვრის შობისა და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულებს ულოცავს. "მინდა, მოგილოცოთ ქრისტეშობისა და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულები და გისურვოთ ბედნიერება და კეთილდღეობა. 2016 წელი ყოფილიყოს სიმშვიდის, წინსვლისა და წარმატებების მომტანი ჩვენი მოქალაქეებისათვის", - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა. სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის შობისა და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულებს 6 იანვარს აღნიშნავს.