პროგრამის „1+4“ მონაწილე სტუდენტებისთვის პრეზენტაცია გაიმართა

25 იანვარი 2016
პროგრამა „1+4“მონაწილე სტუდენტებისთვის სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. სრუდენტებთან შეხვედრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა.
სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელმა ზაურ დარგალმა სტუდენტებს გააცნო სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის მიზნები, ამოცანები და განსახორციელებელი პროგრამები.
შეხვედრაში 100-დე სტუდენტი მონაწილეობდა. ანალოგიური შეხვედრები ასევე დაგეგმილია სხვადასხვა უნივერსიტეტში და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში.

სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმა საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 17 აგვისტოს დაამტკიცა.