ბოლნისში სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა

2 თებერვალი 2016
ბოლნისში სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. დოკუმენტები მუნიციპალიტეტის თემის ლიდერებს ქვემო ქართლში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელმა ზაურ დარგალმა გააცნო.
მან სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ძირითადი მიმართულებები, მიზნები და დაგეგმილი ღონისძიებები მიმოიხილა. შეხვედრის მონაწილეები განათლების, მათ შორის სახელმწიფო ენის სწავლების საკითხით დაინტერესდნენ. ზაურ დარგალმა მათ კითხვებსაც უპასუხა.
შეხვედრაში, რომელიც ბოლნისის გამგეობის შენობაში გაიმართა, მონაწილეობდნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგიტა მეშველიანი, გამგებლის მოადგლე ლონგინოზ გასანოვი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იმრან კასუმოვი.
ანალოგიური შეხვედრები ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებშიც იგეგმება.

სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმა საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 17 აგვისტოს დაამტკიცა.