შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების ყოველწლიურ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ქეთევან ციხელაშვილმა სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. მან დეტალურად მიმოიხილა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმა. სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, რომლებიც აღნიშნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში 2016 წელს განხორციელდება.
ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის გალის და ახალგორის რაიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ ვითარებაზე.