ქეთევან ციხელაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქალაქო საპარლამენტო კომიტეტთან შეხევდრაში მიიღო მონაწილეობა

10 თებერვალი 2016
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების ყოველწლიურ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ქეთევან ციხელაშვილმა სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. მან დეტალურად მიმოიხილა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმა. სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, რომლებიც აღნიშნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში 2016 წელს განხორციელდება.

ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის გალის და ახალგორის რაიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ ვითარებაზე.