მარნეულში სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა

16 თებერვალი 2016
მარნეულში სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. დოკუმენტები შეხვედრის მონაწილეებს ქვემო ქართლში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელმა ზაურ დარგალმა გააცნო.
მან მუნიციპალიტეტის თემის ლიდერებთან და პედაგოგებთან შეხვედრაზე სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ძირითადი მიმართულებები, მიზნები და დაგეგმილი ღონისძიებები მიმოიხილა. შეხვედრის მონაწილეები განათლების, მათ შორის სახელმწიფო ენის სწავლების, ასევე პოლიტიკური ჩართულობის საკითხებით დაინტერესდნენ. ზაურ დარგალმა მათ კითხვებსაც უპასუხა.
შეხვედრა მარნეულის გამგეობის შენობაში გაიმართა.

სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმა საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 17 აგვისტოს დაამტკიცა.