შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქალთა ძალადობის წინააღმდეგ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს, დუბრავკა სიმონოვიჩს შეხვდა.
სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ სპეციალურ მომხსენებელს მიაწოდა ინფორმაცია სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში განხორციელებული ქალთა უფლებების დაცვის აქტივობების შესახებ, რა მნიშვნელობა აქვს კონფლიქტების მოგვარებისა და მოლაპარაკების პროცესში ქალთა ჩართულობას, ქალთა ცნობიერების ამაღლებასა და მშვიდობის მშენებლობის პროცესში მათი როლის გაზრდას.
ქეთევან ციხელაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო მინისტრის აპარატი აქტიურად არის ჩართული გაეროს #1325 რეზოლუციის საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის 2016-2019 წლების დოკუმენტის შემუშავებაში.
დუბრავკა სიმონოვიჩის ვიზიტის დასასრულს, გაიმართება შემაჯამებელი შეხვედრა ყველა უწყების მონაწილეობით, სადაც სპეციალური მომხსენებელი ქართულ მხარეს გააცნობს ვიზიტის შედეგებს.