შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა სასტუმრო “ამბასადორში” აზერბაიჯანული და სომხური ენისა და ლიტერატურის პედაგოგებისთვის მიღება გამართა.
„გილოცავთ მშობლიური ენის საერთაშორისო დღეს, რომელიც თქვენთვის პროფესიული დღეცაა. სახელმწიფოს სახელით მადლობა მინდა გადაგიხადოთ და დაგიდასტუროთ, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ენისა და კულტურის დასაცავად ჩვენი ძალისხმევა მომავალშიც გაგრძელდება. საქართველოში ორასზე მეტი საჯარო სკოლაა, სადაც სწავლა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების მშობლიურ ენაზე მიმდინარეობს. ჩვენი ამოცანაა, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, რომლებიც მშობლიურ ენაზე ამთავრებენ სკოლას, ასევე კარგად ფლობდნენ სახელმწიფო ენას. ჩვენ უნდა აღვზარდოთ მოქალაქეები, რომლებიც იქნებიან საზოგადოების სრულფასოვანი წევრები და ამავე დრო თავის იდენტობაში დაცულები“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
ღონისძიების ფარგლებში ქვემო ქართლისა და სამცხე ჯავახეთის საჯარო სკოლების 50-მდე აზერბაიჯანული და სომხური ენისა და ლიტერატურის პედაგოგებს სიგელები - „მშობლიური ენის სწავლებასა და დაცვაში შეტანილი წვლილისთვის“ და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიებას დაესწრო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური.
მიღება მშობლიური ენის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გაიმართა, რომელიც 21 თებერვალს აღინიშნება.