
შერიგებისა და სამოქალაო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი იტალიის რესპუბლიკის ელჩის მოადგილეს სტეფანო კრეშენცის და ასოციაცია „Rondine – Cittadella della Pace”-ს წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრების ძეგლების მდგომარეობა განიხილეს. ქეთევან ციხელაშვილმა სტუმრებს აფხაზეთში ამ კუთხით არსებული პრობლემები გააცნო.
თავის მხრივ, ასოციაცია „Rondine – Cittadella della Pace”-ს წარმომადგენლები ქართულ-აფხაზური ნდობის აღდგენის ფარგლებში ერთობლივი პროექტების შემუშავებისა და ორმხრივი სამუშაო შეხვედრების ორგანიზების ინიციატივით გამოვიდნენ.
შეგახსენებთ, ასოციაცია „Rondine – Cittadella della Pace” სხვადასხვა სახის ინტერკულტურულ სამუშაო შეხვედრებსა და აფხაზეთის კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ პროექტებს ახორციელებს.