ქეთევან ციხელაშვილი ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა

1 მარტი 2016
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი ევროპის საბჭოს პოლიტიკური დირექტორის მოადგილეს დანიილ ხოშაბოს, ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საკითხთა დეპარტამენტის პოლიტიკურ მრჩეველს მარსელ კაპის და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს კრისტიან ურსეს შეხვდა.
შეხვედრაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობისა და ოკუპირებულ ტერიტორიების მიმართულებით განხორციელებული ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში გადადგმული ნაბიჯები გააცნო.
ევროპის საბჭოს წარმომადგენლების ვიზიტის მიზანია საქართველოში კონფლიქტის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მეცამეტე კონსოლიდირებული ანგარიშის მომზადება.