
სტუდენტებთან შეხვედრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა.
სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელმა ზაურ დარგალმა სტუდენტებს გააცნო სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის მიზნები, ამოცანები და განსახორციელებელი პროგრამები.
შეხვედრაში 100-დე სტუდენტი მონაწილეობდა. ანალოგიური შეხვედრები ასევე დაგეგმილია სხვადასხვა უნივერსიტეტში და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში.
სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმა საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 17 აგვისტოს დაამტკიცა.