შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, კახეთის რეგიონში, ახმეტის მუნიციპალიტეტის, პანკისის ხეობის სოფელ დუისში 2016 წლის 9 მარტს სკოლის მოსწავლეებთან, ახალგაზრდებთან და აბიტურიენტებთან შეხვედრა/დისკუსია გაიმართა.
ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ქალბატონმა ცირა ბარამიძემ პანკისის ხეობაში მცხოვრები ქისტი ახალგაზრდებისთვის წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „კავკასიოლოგია და ენათმეცნიერების საფუძვლები ნახურ ენებში“, ამავე დროს აბიტურიენტებისათვის გამართა თსუ-ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის საბაკალავროპრო გრამების პრეზენტაცია.
შეხვედრის მიზანი იყო პანკისელი ახალგაზრდების ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციისა და მათთვის უმაღლესი განათლების დონის ამაღლების აუცილებლობის გაცნობიერების ხელშეწყობა, კავკასიოლოგიისშესწავლის მნიშვნელოვანი როლი და აბიტურიენტებისათვის მომავალი პროფესიის სწორედ არჩევაში დახმარების გაწევა.