შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, ქართულ, აფხაზურ და ოსურ მხარეებს შორის პატიმრების გაცვლის ფაქტი, მხარეებს შორის ნდობის აღდგენის კუთხით კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.
„ენგურის ხიდთან, გამყოფ ხაზზე ქართულ, აფხაზურ და ოსურ მხარეებს შორის სამშვიდობო პროცესის ფარგლებში მიღწეული შეთანხმების თანახმად, გადმოგვეცა აფხაზეთისა დასამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ბოლო 6-7 წლის განმავლობაში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს 13 მოქალაქე.
ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ძველი პოლიტიკა წარსულს ჩავაბაროთ. სამი წელი საკმარისია, რომ აფხაზურ, ოსურ მხარეებს, საერთაშორისო თანამეგობრობას დაენახათ ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა. სწორედ ამის შედეგია, 10 მარტს რაც მოხდა.
ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლებასთან დაკავშირებით აფხაზურ და ოსურ მხარეებთან მოლაპარაკებები 2015 წლის მაისიდან დავიწყეთ. იყო ბევრი სირთულე, თუმცა საბოლო შედეგით კმაყოფილი ვარ. ყველაფერი იმაზე კარგად გამოვიდა ვიდრე ველოდი.
როგორც იცით, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება წლებია ითხოვს 2005 წელს გორის ტერაქტის განხორციელებისთვის მსჯავრდებული პირების გათავისუფლებას. ესენი არიან - გიგო ვილგენის ძე ვალიშვილის, გიორგივალერის ძე ზასეევის და იოსებ ადიკოს ძე კოჩიევის, რომელთაც უვადო თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი. გარდა ამისა, გვთხოვეს მეოთხე პირის - ბორის ზურაბის ძე ტურაშვილის გათავისუფლებაც.
აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილი პირების გათავისუფლებას მხოლოდ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლება ითხოვდა. აფხაზური მხარემ კი გამოხატა კეთილი ნება, ხელი შეუწყო მსჯავრდებულების გათავისუფლებას.
აფხაზეთის ციხეში ჩვენ დაგვრჩა გიორგი ლუკავა, რომის განთავისუფლების საკითხზე მუშაობა გაგრძელდება საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით.
აქვე მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ არაფერი საერთო ამ მოლაპარაკებებში პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით არასდროს, არც ერთ ეტაპზე, რუსული ფაქტორი არ გაჩენილა. არასოდეს მქონია კონტაქტებირუსეთიდან არანაირ ფიგურასთან. ასევე, ეს საკითხი არასდროს განხილულა აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა ჟურნალისტებტან საუბრის დროს.
როგორც ცნონილია, 10 მარტს ენგურის ხიდთან, გამყოფ ხაზზე ქართულ, აფხაზურ და ოსურ მხარეებს შორის სამშვიდობო პროცესის ფარგლებში შედგა პატიმრებისგათავისუფლება.
პატიმრების გათავისუფლება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთი დე ფაქტო ხელისუფლებასთან პირდაპირი მოლაპარაკებისა და შეთანხმების შედეგად მოხერხდა.
ქართული მხარის მიერ გათავისუფლებული პირები არიან: გიგო ვილგენის ძე ვალიშვილი, გიორგი ვალერის ძე ზასეევი, იოსებ ადიკოს ძე კოჩიევი და ბორის ზურაბის ძეტურაშვილი. სანაცვლოდ, კი აფხაზურ და ოსურ მხარეებთან მიღწეული შეთანხმებით, აფხაზურმა მხარემ გაათავისუფლა: ჯღარკავა ომარი, ოყუჯავა ჯემიკო, რურუა მალხაზ,თორაძე ზურაბ, ხუხუა შალვა, ცაგურია ელდარი, შონია მანუჩარ, შედანია-ასეევა დიანა. ხოლო ოსურმა მხარემ გაათავისუფლა: მიდელაშვილი ჯემალ, ილურიძე გელა,გრიგალაშვილი თეიმურაზ, მიხეილ ქრისტესიაშვილი და ფუხაევი იგორ.