შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი საქართველოს ეზიდ მოქალაქეებს - "კლოჩე სარე სალეს" დღესასწაულს ულოცავს.
ჩვენს ეზიდ თანამოქალაქეებს გულითადად ვულოცავ "კლოჩე სარე სალეს". გისურვებთ, რომ ეს დღესასწაული, რომელიც გაზაფხულის დადგომის მომასწავებელია, თითოეული თქვენგანისათვის მშვიდობის, ბედნიერებისა და წარმატებების მომტანი ყოფილიყოს. საქართველოს მრავალფეროვნება მისი უმთავრესი სიმდიდრე და წარმატებული მომავლის გარანტია, რადგანაც ჩვენ ერთად ვაშენებთ დემოკრატიულ, მშვიდობიან და განვითარებულ სახელმწიფოს", - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.