შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიის საკითხებში გიუნტერ ბეხლერს და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ბეტინა კადენბახს შეხვდა.
სახელმწიფო მინისტრი სტუმრებს კონფლიქტების მოგვარების მშვიდობიან გზებზე და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებზე ესაუბრა.
თავის მხრივ, ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიის საკითხებში გიუნტერ ბეხლერი დაინტერესდა 10 მარტს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებიდან უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების გათავისუფლების საკითხით.
პაატა ზაქარეიშვილმა სტუმრებს უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების გათავისუფლების დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.