პაატა ზაქარეიშვილი ეთნიკურად აზერბაიჯანელ საქართველოს მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამს ულოცავს

21 მარტი 2016
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ეთნიკურად აზერბაიჯანელ  საქართველოს მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამს ულოცავს. "გულითადად გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს ამ ბრწყინვალე დღესასწაულს! გისურვებთ, რომ ნოვრუზ ბაირამი ყოფილიყოს თითოეული თქვენგანისთვის ბედნიერების, მშვიდობისა და წარმატებების მომტანი. ჩვენი ქვეყნის ეთნიკური, რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნება მისი უმთავრესი სიმდიდრეა, ჩვენი ვალია გავუფრთხილდეთ მას, სწორედ ეს მრავალფეროვნება გვაძლიერებს და გვაერთიანებს", - აცხადებს სახელმწიფო მინისტრი. 21 მარტს ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეები ნოვრუზ ბაირამს აღნიშნავენ. დღესასწაული ახალი წლისა და გაზაფხულის დადგომის მომასწავებელია.