შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აზერბაიჯანულ ენოვანი გაზეთ „გიურჯისტანს“ 95 წლისთავს ულოცავს.
„საქართველოს ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების სამოქალაქო ინტეგრაცია. ამ პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლს ასრულებს მედია. სწორედ თქვენ დახმარებით ხდება საქართველოში მიმდინარე პროცესების მიტანა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში. ხელისუფლებასა და ხალხს შორის მედიატორის როლს თქვენ უკვე 95 წელია ასრულებთ, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. მინდა გისურვოთ წარმატება თქვენს პროფესიულ საქმიანობაში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ ძლიერი, დემოკრატიული და ერთიანი საქართველოს მშენებლობას“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანულენოვანი გაზეთი გურჯისტანი საქართველოში 1921 წლიდან გამოდის.