შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი საქართველოს სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.
,,გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს - „ზატიკს“. სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის მრევლი ქართული საზოგადოების მრავალფეროვანი კულტურის განუყოფელი ნაწილია. განვაგრძობთ ზრუნვას ჩვენი სომეხი თანამოქალაქეების კეთილდღეობისათვის, მათი თვითმყოფადობის, კულტურის, ენისა და ტრადიციების შესანარჩუნებლად", - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.