პაატა ზაქარეიშვილი საქართველოს სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს

26 მარტი 2016
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი საქართველოს სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.
,,გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს - „ზატიკს“. სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის მრევლი ქართული საზოგადოების მრავალფეროვანი კულტურის განუყოფელი ნაწილია. განვაგრძობთ ზრუნვას ჩვენი სომეხი თანამოქალაქეების კეთილდღეობისათვის, მათი თვითმყოფადობის, კულტურის, ენისა და ტრადიციების შესანარჩუნებლად", - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.