პაატა ზაქარეიშვილი საქართველოში მცხოვრებ ასირიელებს "ხაბ-ნისან"-ის დღესასწაულს ულოცავს

1 აპრილი 2016
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი საქართველოში მცხოვრებ ასირიელებს "ხაბ-ნისან"-ის დღესასწაულს ულოცავს.   „ეთნიკურად ასირიელ საქართველოს მოქალაქეებს გულითადად ვულოცავ ახალი წლის  დადგომას. გაზაფხულის ეს დღესასწაული ყოფილიყოს თქვენთვის წარმატებების, მშვიდობისა და კეთილდღეობის მომტანი. მნიშვნელოვანია ჩვენი მულტიკულტურული საზოგადოების კულტურისა და თვითმყოფადობის შენარჩუნების და საქართველოს ხელისუფლება ამ კუთხით შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებს, “ - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.   ხაბ-ნისანი ასირიელთა ახალი წლის დადგომის მაუწყებელი ეროვნული დღესასწაულია, რომელსაც 1 აპრილს აღნიშნავენ.